logo_geo
eng_logo
„Global Greening“-ის ფარგლებში თბილისის ანძა მწვანედ განათდა
- +

17 მარტი. 2016. 21:01


2016 წლის 17 მარტს, თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 2 წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წელი აღინიშნება.


აღნიშნულ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, თბილისი, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ჩაერთო მსოფლიო კამპანიაში "Global Greening", რომლის ფარგლებშიც, თბილისის ანძა მწვანედ განათდა.


ყოველი წლის 17 მარტს მსოფლიოს დედაქალაქებში ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება. საქართველო აღნიშნულ აქციაში პირველად გასულ წელს ჩაერთო, რის შემდეგაც, თბილისი ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელშიც მოგზაურობის რეკომენდაციას  აძლევს ირლანდიელ ტურისტებს.


საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით,  "Tbilisi Event Hall"-ში ცნობილი ირლანდიური და ქართული ჯგუფების - "Jack Lukeman"-ის და "ნიუტონის" ერთობლივი კონცერტი მიმდინარეობს.


ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner