logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძე: მიხეილ სააკაშვილის თავში ძალიან მზაკვრული გეგმები იბადება!
- +

26 ოქტომბერი. 2016. 00:08



მიხეილ სააკაშვილის თავში ძალიან მზაკვრული გეგმები იბადება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი რევოლუციური სცენარი და გადატრიალების სურვილი დასრულებული არ არის და მომავალში ამ საფრთხეს ვხედავ", - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ 2030-ში განაცხადა.


მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" რევანშისტული ძალაა, რომლის ხელისუფლებაში დაბრუნება საფრთხის შემცველია.


ღმერთმა დაგვიფაროს, ეს ადამიანები თავიანთ ოდესელ ლიდერთან ერთად მომავალში ხელისუფლებაში მობრუნდნენ, თორემ ეს ქართულ სახელმწიფოს ძალიან მძიმე შედეგს მოუტანს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მხარი „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს უნდა დავუჭიროთ იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით ე.საფრთხეები შესაძლოა, ბუნებაში არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის პირობებში საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება გამოყენებული", - განაცხადა აბაშიძემ.


როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, მას სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, „თავისუფალი დემოკრატები" ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.


მჯეროდა, რომ „თავისუფალი დემოკრატები" შესაძლებელი იყო, ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ეს ვერ შევძელით და ახლა რეალობას თვალს ვუსწორებ. სხვებისგან განსხვავებით ჩხუბის შემდეგ მუშტს არ ვიქნევ. ვეგუები იმ რეალობას, რაც დადგა და მომავალ ცხოვრებას ვაგრძელებ. საზოგადოებას მომავალში რა ამპლუაში მოვევლინები, ამას დრო გვიჩვენებს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner