logo_geo
eng_logo
„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში 10 მანდატის მიღებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
- +

26 ოქტომბერი. 2016. 00:38



საქართველოს კონსტიტუციაში ნათლადაა ნათქვამი, რომ არჩევნების შემდეგ, იმ პარტიების მიერ აღებული ხმების პროპორციული მანდატები, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ,  თანაბრად უნდა გადანაწილდეს იმ პარტიებზე, რომლებიც ბარიერს გადალახავენ და პარლამენტში შევლენ", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა გადაცემა 2030-ში.


„2011 წელს მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო კოდექსში ჩანაწერი გააკეთა, რითაც ისეთი ვითარება იქმნება, რომ 17 მანდატი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის უნდა გადანაწილდეს, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. თუ ეს 17 მანდატი სამივე პოლიტიკურ პარტიაზე გადანაწილდება, ამ შემთხვევაში ჩვენ 10 მანდატს მივიღებთ.  ამ საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოში ვასაჩივრებთ, რადგან სრულიად ნათელია, რომ კონსტიტუცია გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე საარჩევნო კოდექსი. გარდა ამისა, მანდატების ნაწილში, შემაჯამებელ ოქმს ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებთ", - განაცხადა თარხან-მოურავმა.


მისი თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ადგილი ზაზა ოქუაშვილს იმიტომ დაუთმო, რომ ერთი მანდატის წარმომადგენლობით, ის დაპირებების ასრულებას ვერ შეძლებს. პარტიის პოზიციის დაფიქსირებას მეორე ნომერიც შეძლებს, პარტიას კი, ხელმძღვანელობა სჭირდება.


მე პარტიის პირველი პირი ვარ, ირმა ინაშვილი კი - მეორე. პარტიის სიის პირველი ნომერი მე ვიყავი, მაგრამ შემდეგ ასეთი განცხადება გავაკეთეთ, რომ სიის პირველი ნომერი გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი იქნებოდა, მე კი აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის პირველი ნომერი ვიქნებოდი იმ მიზნით და იმედით, რომ აჭარაში 8 კაცს მაინც გავიყვანდით, 11-კაციან კოალიციას შევქმნიდით და გვექნებოდა ძალა, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი დაგვემტკიცებინა. მთავრობას სათავეში მე თვითონ უნდა ჩავდგომოდი, მაგრამ იქ 1 კაცი გაგვაყვანინეს, რაც უდაოდ დიდი სიყალბეა. მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, იქ რა შემიძლია გავაკეთო?! დაპირებების ასრულებას ვერ შევძლებ, ამიტომ ჩემმა იქ ყოფნამ აზრი დაკარგა. პარტიის პოზიციის დაფიქსირებას სიის მეორე ნომერიც შეძლებს, მესამეც და მეოთხეც. მე კი, პარტიას უნდა ვუხელმძღვანელო", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner