logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: გარაჟში მცემეს და შვილის გაუპატიურებით დამემუქრნენ
- +

26 ოქტომბერი. 2016. 00:43



საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან"  ინტერვიუში იმ ორ მიზეზს ასახელებს, რის გამოც მას „ნაციონალური მოძრაობა" სძულს.



ეს არის ზურას მკვლელობა და ჩემი შვილებით შანტაჟი. გარაჟში მცემეს და შვილის გაუპატიურებით დამემუქრნენ, სახლის კართან დაგიგდებთო. ბავშვისთვის სიმართლე როგორ მეთქვა, როცა მეკითხებოდა - მამა, სკოლაში რატომ არ მიშვებო? ვერ აღგიწერთ, ოჯახმა რა დეპრესია გადავიტანეთ. ვისთვის მეჩივლა, რომელ სასამართლოში მეპოვა სიმართლე? დღემდე ინვალიდი ვარ, ცემის მერე თავის ტკივილები დამრჩა, დიაბეტი მაქვს. ერთგან ვთქვი, ზურაბ ჟვანია მოკლეს-მეთქი, მერე „ნაციონალების" საწინააღმდეგო მიტინგზე დამინახეს და დევნა დამიწყეს. როგორც ჟვანიას გუნდის წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირველად მე გამომიშვა მერიიდან - ბედნიერი ვარ, რომ ამ ნულპროცენტიან და ამაზრზენ პოლიტიკოსთან არ მიმუშავია. ნიკა რურუამ კულტურის სამინისტროდან გამომიშვა", - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner