logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: რისგან იცავდა ის პირი ჟვანიას საფლავს? იქნებ იქ იმიტომ იდგა, ვინმეს ჟვანიას საფლავი არ ამოეთხარა...
- +

26 ოქტომბერი. 2016. 00:44



დავით ოქიტაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში რამდენიმე წლის წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს, როცა იგი მეგობრებთან ერთად, ღამის საათებში, ზურაბ ჟვანიას საფლავზე ავიდა. თუმცა, ისინი ვიღაც უცნობმა პირმა არ შეუშვა.



დიდუბის პანთეონის ჭიშკარს როცა მივუახლოვდით, სანამ ზურას საფლავთან მივიდოდით, მექანიკურად აინთო - სადარბაზოებში რომ არის დამონტაჟებული და ვიბრაციაზე ინთება, ზუსტად ისეთი ნათურა. უცებ ჩვენ წინ გაჩნდა ვიღაც ტიპი და გვითხრა, - რა გნებავთ, აქ შემოსვლა არ შეიძლება, აქედან მიბრძანდითო. დავინტერესდით, ვინ იყო ეს ადამიანი. ზედმეტ კითხვებს ნუ სვამთ, აქ შემოსვლა აკრძალულიაო! სამოქალაქო ფორმა ეცვა, მაგრამ წარმოგვიდგა, როგორც პანთეონის დაცვა. არადა, პანთეონს დაცვა არც მაშინ ჰყავდა და არც ახლა ჰყავს. ვისგან და რისგან იცავდა ის პირი ჟვანიას საფლავს? იქნებ იქ იმიტომ იდგა, ვინმეს ჟვანიას საფლავი არ ამოეთხარა და ზედმეტი კითხვები არ დაესვა? ხომ ამბობდნენ, საფლავს ზემოდან ბეტონი დაასხეს, რაღაც სითხე ჩაასხესო. ორი თვის განმავლობაში ის დაცვა იქ იდგა, საკითხავია, ვის უნდა დაეყენებინა ნათურა ჟვანიას საფლავთან, ოჯახს ის არ დაუმონტაჟებია, რა თქმა უნდა, იმას, ვინც დაინტერესებული იყო იმ საფლავში ჟვანიას გვამის ყოფნა-არყოფნით. ამ საცოდავებს მიცვალებული ზურასიც კი ეშინოდათ", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner