რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.
75 წლის რეჟისორი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიქაელ ტარივერდიევის 85 წლის საიუბილეო საღამოზე იმყოფებოდა, როცა მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გარაჩენა ვერ მოხერხდა.
ნუგზარ ლორთქიფანიძე იყო თელავის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი; 1983-1996წწ. საქართველოს ტელევიზიის, კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის და რეჟისურის კათედრის დოცენტი; 1996 წლიდან თეატრის მოღვაწეთა კავშირის დრამატული თეატრების განყოფილების გამგე, ქუთაისის ოპერისა და დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი. დადგმული აქვს 60 მეტი სპექტაკლი.