„აი ეს არის ძალიან მაგარი ახალი ამბავი!!!", - ასე ეხმაურება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კობახიძე Doing Business 2017-ის წლიურ ანგარიშს, სადაც საქართველოს, წინა წელთან შედარებით, პოზიცია 8 პუნქტით აქვს გაუმჯობესებული და ქულათა მაჩვენებელი 0.35-ით მომატებული.
„2016 წლის რეიტინგთან შედარებით Doing Business 2017 წლის ანგარიშში საქართველომ პოზიცია გაიმჯობესა და 24 ადგილიდან მე-16-ზე გადაინაცვლა. ჯამში, საქართველოს ქულათა მაჩვენებლმა 0.35-ით მოიმატა.
საქართველო რეიტინგში ჯობნის ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან გერმანია, საფრანგეთში, ჩეხეთი, პოლონეთი და ა.შ. ყოფილი საბჭოთა კავშირების ქვეყნებს შორის საქართველო მხოლოდ ლატვიასა და ესტონეთს ჩამორჩება", - წერს კობახიძე.
იხილეთ ბმული: http://reportiori.ge/inside.php?menuid=11&id=28278