logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ოცნებას“ არ მივანიჭოთ საკონსტიტუციო უმრავლესობაო, ვფიქრობ, ეს ფარისევლობაა!
- +

26 ოქტომბერი. 2016. 02:06



ოცნებას" არ მივანიჭოთ საკონსტიტუციო უმრავლესობაო, ვფიქრობ, ეს ფარისევლობაა", - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ, ,,პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, მართველი გუნდი მზად არის საკონსტიტუციო უმრავლესობის ასაღებად.


,,თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება ,,ქართული ოცნების " ხელში, ეს არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს. მიუღებელია მოსაზრება და მოწოდება, რომ ხმა არ მისცეთ ,,ნაციონალურ მოძრაობას", არც ქართულ ოცნებას", მაგრამ ოცნებას" არ მივანიჭოთ საკონსტიტუციო უმრავლესობაო, ვფიქრობ, ეს ფარისევლობაა და ოდნავ რაღაცის მიმანიშნებელი. ,,ქართული ოცნება" მზად არის საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის და სახელმწიფო, რამდენიმე ნიშნით გარკვეულწილად უკეთეს მდგომარეობაშია გეოპოლიტიკურ რუაზე, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner