logo_geo
eng_logo
„რუსეთი სრულ კონტროლს იღებს აბსოლუტურად ყველა სფეროზე"
- +

26 ოქტომბერი. 2016. 03:38



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოსი სამხედროების რუსეთის არმიაში შესაძლო მსახურების თემას ოკუპაციის მორიგ გამოვლინებად აფასებს.


სახელმწიფო მინისტრისთვის აღნიშნული ვითარება მოულოდნელი არ არის იმ პროცესების ფონზე, რომელიც გამომდინარეობს ასოცირებისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმებისგან.


ეს არის ოკუპაციის მორიგი გამოვლინება და იმ ნაბიჯების რიგში დგება, რომელიც ამ რეგიონების დე-ფაქტო ანექსიისკენ და სრული კონტროლის მიღწევისკენ არის გადადგმული.

 

ეს ცალსახად არის დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, რადგან საუბარია, რომ რუსეთი სრულ კონტროლს იღებს აბსოლუტურად ყველა სფეროზე. სამხედრო სფერო არის სფერო, რომელზეც ოკუპაციის პირობებში, რუსეთს დიდი ხანია, აქვს ექსკლუზიური გავლენა", - აღნიშნა ციხელაშვილმა.


ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევაზე საქართველოს ხელისუფლება თავის პარტნიორებს საქმის კურსში ჩააყენებს.


ცნობისთვის, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წლის ბოლომდე, მოსკოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობასთან ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომელის მიხედვით ოსი სამხედროები რუსეთის არმიაში იმსახურებენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner