logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა, რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს
- +

26 ოქტომბერი. 2016. 10:55


 


ევროპარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა, რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკომისიას, შეამციროს წევრი სახელმწიფოების დამოკიდებულება რუსულ გაზზე გრძელვადიან პერსპექტივაში და არ დაუშვან რუსული გაზსადენის „Nord Stream 2"-ის მშენებლობა.


 

გაზსადენ „Nord Stream 2"-ის სიმძლავრის გაორმაგებას შესაძლოა ჰქონდეს სერიოზული შედეგები ენერგეტიკული უსაფრთხოების, მიწოდების წყაროების დივერსიფიცირების სფეროებში, ის საფრთხეს უქმნის წევრ სახელმწიფოთა შორის არსებულ სოლიდარობას", - ნათქვამია დოკუმენტში.



მანამდე, ევროკავშირის რვა წევრმა სახელმწიფომ ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერს წერილი გაუგზავნა და „Nord Stream 2"-ის მშენებლობის გეგმა გააპროტესტა.


დასავლური მედიის ცნობით, ამ გაზსადენით რუსეთი გერმანიაში გაზის მიწოდების მოცულობის გაორმაგებას შეძლებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner