„BBC"-ის ცნობით, ევროკავშირმა შენგენის შეთანხმების შიდა ზონაში სასაზღვრო რეჟიმის კონტროლი, მიგრანტების ნაკადების გამო, სამი თვით გაახანგრძლივა.
გადაწყვეტილება ევროპულმა კომისიამ მიიღო, რომლის განცხადებაშიც ნათქვამია, რომ რეჟიმი ეხება ავსტრიაში, გერმანიაში, დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში საკონტროლო გამშვებ პუნქტებს.
ევროპული კომისიის განცხადებით, ევროკავშირ-თურქეთის შეთანხმების დამსახურებით, მართალია, მიგრანტების შედინება შემცირდა, მაგრამ ადამიანები მაინც გადადიან საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში.
ამგვარად, სასაზღვრო კონტროლის გაუქმება გამოიწვევდა ე.წ. „მეორადი მიგრაციის" ტალღას უკვე ევროპის შიგნით - მიაჩნიათ ევროპულ კომისიაში.