logo_geo
eng_logo
ევროკავშირმა შენგენის შიდა ზონაში სასაზღვრო რეჟიმის კონტროლი გაახანგრძლივა
- +

26 ოქტომბერი. 2016. 11:05



„BBC"-ის ცნობით, ევროკავშირმა შენგენის შეთანხმების შიდა ზონაში სასაზღვრო რეჟიმის კონტროლი, მიგრანტების ნაკადების გამო, სამი თვით გაახანგრძლივა.

გადაწყვეტილება ევროპულმა კომისიამ მიიღო, რომლის განცხადებაშიც ნათქვამია, რომ რეჟიმი ეხება ავსტრიაში, გერმანიაში, დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში საკონტროლო გამშვებ პუნქტებს.



ევროპული კომისიის განცხადებით, ევროკავშირ-თურქეთის შეთანხმების დამსახურებით, მართალია, მიგრანტების შედინება შემცირდა, მაგრამ ადამიანები მაინც გადადიან საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში.



ამგვარად, სასაზღვრო კონტროლის გაუქმება გამოიწვევდა ე.წ. „მეორადი მიგრაციის" ტალღას უკვე ევროპის შიგნით - მიაჩნიათ ევროპულ კომისიაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner