სახელმწიფო დამკრძალავი კომისიის გადაწყვეტილებით, ცნობილი ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება. ამავე კომისიის რეკომენდაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი აცხადებს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით, სახელმწიფო დამკრძალავი კომისია შეიქმნა. კომისიამ იმუშავა ერთი დღის განმავლობაში და გადაწყდა, რომ ბატონი ბაჩანა დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში. გარდა ამისა, კომისია მიმართავს საკრებულოს თხოვნით, რომ ერთ-ერთ ქუჩას თბილისში მისი სახელი მიენიჭოს", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.