logo_geo
eng_logo
თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება
- +

17 თებერვალი. 2016. 18:01


სახელმწიფო დამკრძალავი კომისიის გადაწყვეტილებით, ცნობილი ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება. ამავე კომისიის რეკომენდაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას  ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი აცხადებს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.


„პრემიერ-მინისტრის დავალებით, სახელმწიფო დამკრძალავი კომისია შეიქმნა. კომისიამ იმუშავა ერთი დღის განმავლობაში და გადაწყდა, რომ ბატონი ბაჩანა დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში. გარდა ამისა, კომისია მიმართავს საკრებულოს თხოვნით, რომ ერთ-ერთ ქუჩას თბილისში მისი სახელი მიენიჭოს", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner