გივი ტუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს მხატვარი ავთო ვარაზი 90 წლის გახდებოდა.
„სანამ დღე დამთავრებულა...
დღეს კიდევ ერთი შესანიშნავი ქართველი მხატვრის - ავთო ვარაზის დაბადების დღეა - 90 წლის გახდებოდა.
გამორჩეულად მიყვარს.
რაც შეეხება მის „ფიროსმანს" (მაქედან გავიცანი სწორედ),აქ ვერაფერს ვერ იტყვი, ასეთი დამთხვევა იშვიათია. მგონი, არც „უთამაშია", ნამდვილი „ნიკალაა" , როგორც ფილმში, ასევე ცხოვრებაშიც", - წერს ტუხაშვილი „facebook"-გვერდზე.