შაბათს, 29 ოქტომბერს Fabrika • ფაბრიკა-ში გაიმართება ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია.
რიგით მეექვსე პრემია მიენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, შემდეგ ნომინაციებში:
- თეატრალური ხელოვნება.
ნომინანტები: ალექსანდრე ელოშვილი, გიორგი ჩაჩანიძე, ალექს ჩიღვინაძე.
- კინოხელოვნება.
ნომინანტები: თორნიკე გოგრიჭიანი, დეა კულუმბეგაშვილი, გიორგი მუხაძე.
- მუსიკა.
ნომინანტები: ჯაზ-ტრიო „A-Maze", ლიზი რამიშვილი, სალომე ჯიქია.
- მხატვრული ლიტერატურა (პოეზია).
ნომინანტები: გიორგი არაბული, გენრი დოლიძე, თორნიკე ჭელიძე.
- მხატვრული ლიტერატურა (პროზა).
ნომინანტები: თორნიკე გოგნიაშვილი, თამარ სუბელიანი, ცოტნე ცხვედიანი.
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
ნომინანტები: ეკა გურგენაშვილი, ლევან ტიელიძე, ლია წვერავა.
- სახვითი ხელოვნება.
ნომინანტები: თეზი გაბუნია, ნიკა ქუთათელაძე, თამარ ჩადუნელი.
- ჰუმანიტარული მეცნიერებები.
ნომინანტები: მიხეილ ბარნოვი, გიორგი უგულავა, კახაბერ ყალიჩავა