logo_geo
eng_logo
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაზე ვაკის რაიონში 2 052 500 ლარი დაიხარჯა
- +

26 ოქტომბერი. 2016. 11:48





ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებაზე, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ვაკის რაიონში 2 052 500 ლარი დაიხარჯა.



პროგრამის ფარგლებში, ვაკის რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ კი, შენობის ბრტყელი და ქანობიანი სახურავი 50 მისამართზე შეკეთდა (გარემონტდა, დაახლოებით, 12 142  კვ.მ ფართობის ბრტყელი სახურავი და 12 513 კვ.მ ფართობის ქანობიანი სახურავი), 65 მისამართზე განხორციელდა ლიფტის რეაბილიტაცია, 66 მისამართზე შეკეთდა შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობა. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში, 21 მისამართზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავის წყალსაწრეტ მილებს, სადარბაზოს რემონტი 31 მისამართზე გაკეთდა, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 5 მისამართზე, ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენა, სადარბაზოს კარის დამზადება და მონტაჟი კი 15 მისამართზე განხორციელდა. ვაკის რაიონის მასშტაბით კორპუსებში ასევე შეკეთდა საერთო სარგებლობის კიბეები - 13 მისამართზე, სადარბაზოს სენსორული განათება დამონტაჟდა 6 მისამართზე. გარდა ამისა, განხორციელდა 2 კორპუსის კაპიტალური გამაგრება.



ვაკის რაიონის გამგეობა განაგრძობს თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას და ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 35 მისამართზე მიმდინარეობს.


სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების გარდა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მიზნით, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის ტრენინგი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის შესახებ ჩატარდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner