„თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის ლევან ჯღარკავას განცხადებით, თბილისის მერის დავალების შესაბამისად, ღამის განმავლობაში ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე.
„მოულოდნელად უხვი ნალექი მოვიდა, განსაკუთრებით კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ტექნიკა არის მობილიზებული, მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და ამ პერიოდისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს ადამიანების გადაადგილებისთვის, მათ შორის არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. ასევე მუშაობს ცხელი ხაზი და ყველა ზარზე არის რეაგირება. თვის განმავლობაში გვაქვს უხვნალექიანი პროგნოზი და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს კოჯრის და კიკეთის ტერიტორიაზე. გუშინ რთული ვითარება იყო, მაგრამ გზა გაწმენდილია და ტრანსპორტის გადაადგილებას არანაირი შეფერხება არ შექმნია", - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.