logo_geo
eng_logo
ლევან ჯღარკავა: თვის განმავლობაში უხვნალექიანი პროგნოზი გვაქვს და ჩვენ მზად ვართ ამისთვის
- +

26 ოქტომბერი. 2016. 11:59


 


„თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის ლევან ჯღარკავა განცხადებით, თბილისის მერის დავალების შესაბამისად, ღამის განმავლობაში ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე.



მოულოდნელად უხვი ნალექი მოვიდა, განსაკურებით კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ტექნიკა არის მობილიზებული, მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და ამ პერიოდისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს ადამიანების გადაადგილებისთვ, მათ შორის არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. ასევე მუშაობს ცხელი ხაზი და ყველა ზარზე არის რეაგირება. თვის განმავლობაში გვაქვს უხვნალექიანი პროგნოზი და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს კოჯრის და კიკეთის ტერიტორიაზე. გუშინ რთული ვითარება იყო, მაგრამ გზა გაწმენდილია და ტრანსპორტის გადაადგილებას არანაირი შეფერხება არ შექმნია", - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner