logo_geo
eng_logo
ლევან კალანდაძე: წლის ბოლომდე ლარის კურსის გამყარების არა, მაგრამ სტაბილურობის შენარჩუნების მოლოდინი მაქვს
- +

26 ოქტომბერი. 2016. 12:49


 


ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლარი დღეისათვის ინარჩუნებს წონასწორობას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს, თუმცა მოსალოდნელი არ არის მისი გამყარება ან გაუფასურება.



ლარის კურსთან დაკავშირებით გარკვეული რისკ-ფაქტორია ზამთარი, თუმცა ზამთრის სეზონი ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ. პირველი არის ნოემბრის თვე, რომელიც ხასიათდება ლარზე გარკვეული რისკების გაძლიერებით. მხედველობაში მაქვს ის, რომ იმპორტიორები წინასაახალწლოდ თადარიგს იჭერენ სასაქონლო საკითხის თვალსაზრისით. შესაბამისად, არის რისკი, რომ იმპორტიორების რისკი დოლარზე გაიზარდოს. თუმცა, მეორე თემა დაკავშირებული არის დეკემბრის თვესთან. ამ თვეში პირიქით ხდება და მოთხოვნა იზრდება ლარზე. ის ციკლი, რომელიც ლარის ცხოვრებას ახასიათებს, გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია, თუმცა ნახტომისებური შოკის მქონე ცვლილებებს არ ველოდები. ლარი უბრალოდ ინარჩუნებს წონასწორობის კურსს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს. მოლოდინი, რომ კურსი უცვლელი იყოს, არ უნდა გვქონდეს. გამყარების მოლოდინი წლის ბოლომდე არ მაქვს, თუმცა სტაბილურობის შენარჩუნების მოლოდინი მაქვს", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner