logo_geo
eng_logo
საქართველოში კიდევ ერთი თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება
- +

26 ოქტომბერი. 2016. 13:01


 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გარდაბანში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში, კერძოდ კი გარდაბანში, კიდევ ერთი თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება.



მისი თქმით, ვინაიდან ზამთარში ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, აუცილებელია ასეთი ტიპის დამაბალანსებლების შექმნა საქართველოს გენერაციის სისტემაში.



კიდევ ერთი თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება. ეს იქნება კომბინირებული წვის, ანუ ძალიან ენერგოეფექტური თბოელექტროსადგური. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ზამთრის პერიოდში ვერ ვიკმაყოფილებთ საკუთარი გენერაციით ჩვენი ქვეყნის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე  დამდასზე მოთხოვნა იზრდება. ამიტომ, აუცილებელია ასეთი ტიპის დამაბალანსებლების შექმნა საქართველოს გენერაციის სისტემაში. კონტრაქტორი კომპანია გამოვლინდა ტენდერის შედეგად, ეს არის ჩინური კომპანია. მოხარული ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობას ჩაეყრება დღეს საფუძველი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner