logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: მინდა, „ქართულმა ოცენაბამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა!
- +

26 ოქტომბერი. 2016. 13:15




„მემარცხენე ალიანსის" გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით საუბრობს. შატბერაშვილის განცხადებით, სასაცილოა „ნაციონალური მოძრაობის" და „ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობების შედარება, რადგან 2003 და 2008 წლებში „ნაციონალებმა" იგი არალეგიტიმური გზით მიიღეს, „ოცნებამ" კი - დემოკრატიულად.


„ნაცებმა მთავრი ბოროტება მაშინ ჩაიდინეს, როდესაც ხალხის მიერ არჩეული 7- პარტიული პარლამენტი გააუქმეს და ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალებით მიიტაცეს! ამდენად 2003 წლის „ვარდების რევოლუციით" ძალაუფლებამიტაცებულმა „ნაცმოძრაობამ" საკონსტიტუციო უმრავლესობაც მიიტაცა, ხალხის ლეგიტიმური ნებით კი არ მოიპოვა!

ასე მოხდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, როდესაც სააკაშვილის ბანდამ არჩევნები უცინიკურესად გააყალბა! ამდენად, დღევანდელ ვითარებასთან ამ პარალელების გატარება აბსოლუტურად უადგილო და სასაცილოც კი არის!

დიახ, მე ძალიანაც მინდა, რომ „ქართულმა ოცენაბამ" მეორე ტურშიც გაიმარჯვოს და მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა! ჯერ ერთი, იმიტომ მსურს ეს, რომ რაც შეიძლება ცოტა ნაცი შეძვრეს ახალ პარლამენტში - მაგათთვის ის 27 მანდატიც ბევრია! მეორეც, როდესაც „ქართულ ოცნებას" ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, მერე ვეღარავის დააბრალებს, აი, კარგი საქმეების კეთება მინდოდა და ხელი შემიშალეს ჩასაფრებულმა „ნაციონალებმა" ან კოალიციაში შემოპარულმა „რესპუბლიკელებმაო"! აი, ბატონო, მიიღოს „ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა და დაგვანახოს, რისი გაკეთებაც შეუძლია ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ!" - განაცხადა შატბერაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner