logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე დავით ნარმანიას: ესე იგი, არ იცით, თბილისისთვის გოგირდის აბანოები რას ნიშნავს, ჰოდა, აგიხსნით!
- +

17 მარტი. 2016. 22:28


„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"- ის დირექტორი ზვიად ტომარაძე თბილისის მერს დავით ნარმანიას მიმართავს:



„მივმართავ თბილისის მერს დავით ნარმანიას! თბილისის ისტორიული გოგირდის აბანოები დახურვის საფრთხის წინაშეა! კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერმა" გოგირდის აბანოებს 250 000 ლარი დააკისრა გადასახდელად. აბანოს მფლობელები ამ თანხას ვერ იხდიან! გასაოცარია თბილისის მერის კომენტარი ამ საკითხზე: "მერიიდან სუბსიდირებას გამოვრიცხავთ და თუ საჭირო იქნება, ჩავერევით საქმეშიო".

 

დავით! რადგან ასეთ კომენტარს აკეთებთ, ესე იგი, არ იცით, თბილისისთვის გოგირდის აბანოები რას ნიშნავს, ჰოდა, აგიხსნით! გოგირდის აბანოები ქალაქის კოლორიტია, მისი ისტორიაა, მისი კულტურაა, რაც თბილისი არსებობს, იმ დღიდან! მასზე უამრავი სტუმარი, მოგზაური და მტერ-მოყვარე წერდა, მათ შორის მარკო პოლო, ალექსანდრე დიუმა, ალექსანდრე პუშკინი...

 

ჰოდა,თუ საჭირო იქნება, ჩავერევით კი არა", მერმა (მერიამ) კეთილი ინებეთ და ეს საკითხი სასწრაფოდ მოაგვარეთ!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner