logo_geo
eng_logo
გუშინ რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა
- +

26 ოქტომბერი. 2016. 13:51


 


25 ოქტომბერს, „თიბისი გალერეაში", რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი ალბომის (ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია) პრეზენტაცია და მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. ალბომი (ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამომცემლობა „არტანუჯმა" გამოსცა. მასში შესულია რუსუდან ფეტვიაშვილის სხვადასხვა დროს შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, როგორც 6-11 წლის ასაკში, ფანქრითა და ტუშით შესრულებული უნიკალური ნახატები, ასევე სხვადასხვა წიგნისთვის შექმნილი ილუსტრაციები („ვეფხისტყაოსანი", ფრანგულ ენაზე გამოცემული „დათა თუთაშხია" და სხვ.) და სახარების მინიატიურები. ალბომის გაცნობა შესაძლებელია ქართულ და ინგლისურ ენებზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ბოლო პერიოდში შექმნილი გრაფიკული და ფერწერული ტილოები. გამოფენა 27 ოქტომბრის 15:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია!


მისამართი: „თიბისი გალერეა", კოტე მარჯანიშვილის ქუჩა 7.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner