უკრაინელი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენო დღეს მოსკოვში ჩავიდა, სადაც რუსეთის უზენაეს სასამართლოში უკრაინელი ნიკოლაი კარპიუკისა და სტანისლავ კლიხის საქმეები განიხილება.
სავჩენკოს გარდა, სასამართლო სხდომას ევროკავშირის 9 ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი, ათობით ჟურნალისტი, დიპლომატები და ადვოკატები ესწრებიან.
„ვიცი, რა მნიშვნელოვანია, როდესაც სასამართლო დარბაზში, სადაც შენ გისოსებში ზიხარ, იმყოფებიან უკრაინელები; სადაც შეგიძლია ვინმეს უთხრა - „დიდება უკრაინას", საპასუხოდ კი მიიღო - „დიდება გმირებს" - მაშინ ხვდები, რომ შენებმა არ მიგატოვეს და რომ ბრძოლა გრძელდება და ძალაც გემატება",- წერს ნადეჟდა სავჩენკო „facebook"-გვერდზე.
ცნობისთვის, რუსეთის უზენაესი სასამართლო, კარპიუკისა და კლიხის მიმართ ჩეჩნეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს, რომლის თანახმად უკრაინელებს 22,5 და 20 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ჩეჩნეთში, 1994-1995 წლებში ფედერალური ჯარის წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე და რუსი ჯარისკაცების მკვლელობაში.