ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს ლარის კურსის ვარდნის ტენდენციის კომენტირებისას განუცხადა, რომ იმედია, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.
„მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ალბათ, უფრო გამოძახილი იმ ტრანზაქციის და იმედია, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, „არის რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია, რომელმაც შესაძლებელია, გაცვლითი კურსის დროებითი ჭარბი ცვლილებები გამოიწვიოს".