სოციალურ ქსელში facebook-მომხმარებელი Nik Krijanowski ნინია კაკაბაძის შესახებ პოსტს ავრცელებს:
„ნინია კაკაბაძე: „...მადლობა დედას, სულ პატარაობიდან რომ მასწავლა ისეთი ჭეშმარიტებები, დღესაც რომ არ იციან ზრდასრულმა (დაბალ და მაღალჩინოსანმა) რეგვენებმა. მხოლოდ ის კი არა, რომ ძვირფასი ოქროს და „ხრუსტალის" ნივთები უზნეობაა, არამედ ის, რომ პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო".
ვიდრე მთავარ სათქმელს ვიტყოდე, უნდა გამოვტყდე:
ნინია კაკაბაძისგან არაფერი გაგიკვირდება კაცს, მისგან არაერთგზის მოგვისმენია „ორიგინალური სიბრძნეები"", მაგრამ ასეთი გამაოგნებელი საზიზღრობა აქამდე, ვგონებ, არ უკადრებია.
ახლა იკადრა და ერთობ გული გვატკინა ბევრს. პირადად მე მეწყინა იმიტომ, რომ როგორც გავიგე, ნინიას დედა, ქალბატონი ნათია დიდი ჭაბუა ამირეჯიბის და გახლდათ და გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ იმ კლასიკოსსა და ლეგენდას, რომელსაც საჯაროდ არაერთგზის გამოუთქვამს მოწიწება, პატივისცემა და მადლიერება ჩვენი პატრიარქისადმი, თურმე, ასეთი ბოღმიანი, შურიანი თუ ბრუციანი „სისხლი და ხორცი" ჰყავდა.
ამ პასკვილის გაცნობის შემდეგ, აქ, „ფეისბუქზე", კაკაბაძეების ოჯახის ახლობელ-ნაცნობი ავტორიტეტული ადამიანები წერენ და ამბობენ, რომ ნათია ამირეჯიბი ასეთ საზიზღრობას კი არა, საერთოდ არ იტყოდა რაიმე, სულ მცირე აუგს ვინმეზეო. ამიტომაც, მათთან ერთად მეც მგონია, რომ ეს უფრო ბოდვაა და ის თავად ნინიას ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია.
ვიმეორებ, არ მინდა დავიჯერო, რომ ნინიას დედა ასე საზიზღრად, ასე უზნეოდ, ასე ფარისევლურად მოიქცეოდა.
და ჩემი ამ ეჭვის საფუძველს იმის ცოდნაც მაძლევს, რომ ნინიას ძმა, იმავე დედის ნაშობი და იმავე ოჯახში აღზრდილი კაცი, თავისი ზნეკეთილობით, მოქალაქეობრივი მრწამსითა და ქმედებით დიამეტრულად განსხვავდება საკუთარი დისა და მისი უზნეო, ჭორიკანა ქმრისგან. ამ დუეტს მართლაც პირდაპირ მიესადაგება ხალხური სიბრძნე: ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა.
ახლა ის, რაც ხაზგასმით მინდა ვთქვა:
მადლობა ნინიას!
როგორც დედამისის მადლიერია ქალიშვილი, რომელსაც, თურმე, პატარაობიდანვე ასწავლა თეთრის და შავის გარჩევა და განუსაზღვრა ზნეობრივი კრედო, ასევე მადლიერი ვარ მეც ნინიასი და ვუძღვნი გულწრფელ, ვეებერთელა მადლობას იმისათვის, რომ ამ მრავლისმეტყველი რეპლიკით მასწავლა ჭეშმარიტება, რასაც მომავალში უპირობოდ დავიცავ: ოჯახს, სახლს, ოფისს არ უნდა გააკარო არც სტუმრად და არც მთხოვნელად ნინიას ჯიშის, ნინიას ფსიქიკის ადამიანები, რამეთუ მხოლოდ ბინძურ, უზნეო ადამიანებს შეუძლიათ, მეშჩანობა დააბრალონ მასპინძელს, ადამიანს, მით უმეტეს, ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის სათაყვანებელ პატრიარქს, რომელიც ოფიციალურ რეზიდენციაში (და არა საკუთარ სახლში, რაც არ აქვს) გულწრფელ მასპინძლობას უწევს თითქოსდა ცნობილი ოჯახის წევრებს, რომლებიც სინამდვილეში, თურმე, უბრალო მდაბიონი, ჭორიკნები, ბოღმით სავსენი, შურიანი ნაძირლები არიან.
დიახ, დიდი მადლობა ქალბატონ ნინია კაკაბაძეს ასეთი უმნიშვნელოვანესი, მრავლისმეტყველი გაკვეთილისთვის!!!" - წერს facebook-მომხმარებელი.
http://l.facebook.com/l.php?u=http%3A%2F%2Fwww.newposts.ge