logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: დაცული ინფორმაცია საიდან მოხვდა ნიკა რურუას ხელში?
- +

26 ოქტომბერი. 2016. 15:32



„ნაციონალების ხელით მოკლული ერთადერთი შვილის დედას რომ ასეთ მესიჯს გაუგზავნი, ცინიზმია, თანაც როგორი..." - ამ სიტყვებით აფასებს პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი ია მეტრეველი „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკოლოზ რურუას მხრიდან sms-შეტყობინებების გაგზავნას.


როგორც ცნობილია, 18 ოქტომბერს ნიკოლოზ რურუამ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს sms-ები გაუგზავნა: „არა აბსოლუტურ ძალადობას! არა საკონსტიტუციო უმრავლესობას! ხმა მიეცით ოპოზიციის კანდიდატს ნიკოლოზ რურუას!"


„საოცრების მომსწრენი ვხდებით - წარმოიდგინეთ, ის მესიჯი მეც მივიღე! მაგრამ ამ ამბავში საინტერესო სხვა რამაა: დაცული ინფორმაცია საიდან მოხვდა ნიკა რურუას ხელში? რა უფლება აქვს მაჟორიტარობის კანდიდატს, რომ მთაწმინდის ამომრჩეველს ასეთი ტექსტებს უგზავნის? და ბოლოს, არის თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი? კანონდარღვევას აქვს ადგილი და ამაზე პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს. სოციალურ ქსელში ვკითხულობდი, თურმე მთელი საქართველო აუწრიალებიათ: ამ sms-ს ზოგი მთაწმინდელი ბათუმში იღებდა და ზოგიც - კახეთში! როგორ ხერხდება ეს ყველაფერი, გაუგებარია.

ეტყობა, რურუას ცუდად აქვს საქმე და ცდილობენ ამომრჩეველზე ზემოქმედებას, რათა მეორე ტურში ნაციონალების ყულაბაში რაც შეიძლება მეტი ხმა ჩაიყაროს. ბოლო გაფართხალებაა და ყველანაირად ცდილობენ თავის დამკვიდრებას",- განაცხადა მეტრეველმა.






 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner