logo_geo
eng_logo
„საქართველო ამერიკული ბიზნესის დაინტერესებას ცდილობს“- ატლანტიკური საბჭო მიხეილ ჯენელიძის ინტერვიუს აქვეყნებს
- +

17 მარტი. 2016. 22:41


ინტერვიუში მიხეილ ჯანელიძე სხვა საკითხებთან ერთად ვრცლად საუბრობს საქართველოს, როგორც ეკონომიკური ჰაბის მნიშვნელობასა და პოტენციალზე, პრემიერ მინისტრის ინიცირებულ რეფორმებზე, რომელიც საქართველოს ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.


ამერიკულ კომპანიასთან ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულება და ეკონომიკური განვითარების გეგმა სხვა ამერიკულ კომპანიებს სტიმულს მისცემს"- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯენელიძე გამოცემასთან ინტერვიუში.  "ჩვენ სამთავრობო დონეზე დარწმუნებულები ვართ, რომ ამით ხელს შეუწყობთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას"- აღნიშნავს მიხეილ ჯანელიძე


მისი განცხადებით, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს მომავალში ეწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაც ერთგვარი „საინვესტიციო ტური" იქნება.


საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე საუბრობს ირანისთვის სანქციების მოხსნის საკითხზე და ამ ჭრილში რეგიონში წარმოქმნილ ახლა შესაძლებლობებზე. მისი თქმით, ირანისთვის სანქციების მოხსნა ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ პოტენციალს იძლევა.

საქართველო მზად არის სატრანზიტო როლი შეასრულოს ირანსა და ევროპასა შორის სავაჭრო ურთიერთობებში", - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.


სტატიაში მიხელ ჯანელიძე ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს.

 


http://www.atlanticcouncil.org/blogs/new-atlanticist/georgia-looks-to-attract-us-business


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner