დედაქალაქში არსებულ 22 მეტროსადგურს 23-ე დაემატება. „დელისსა" და „ვაჟა-ფშაველას" მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება.
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის" მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.
„მეტროსადგური „უნივერსიტეტი" გამორჩეული იქნება თავისი ინფრასტრუქტურით, ვიზუალით", - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მეტროსადგურის მშენებლობას 83 000 670.45 ლარი მოხმარდება.