logo_geo
eng_logo
მეუფე სპირიდონი პრეზიდენტს: გინდა, რომ ეს შენი გარყვნილება და უზნეობა მთელ ქვეყანას მაგალითად დაუსახო!
- +

17 მარტი. 2016. 22:49


„გინდა რომ ეს შენი გარყვნილება და უზნეობა მთელ ქვეყანას მაგალითად დაუსახო", - მეუფე სპირიდონი პრეზიდენტის გამოსვლის შესახებ.


ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი მეუფე სპირიდონის ქადაგების შესახებ წერს, რომელშიც სასულიერო პირი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიმართავს:


„2016 წლის 16 მარტს სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საჯარო განცხადებას თავის ქადაგებაში გამოეხმაურა. ქადაგების ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ტექსტის ბოლოს მითითებულ ბმულზე. ქადაგებიდან ამ ამონარიდის სტენოგრამა კი მე გავაკეთე:


„აი, თუ ვინმე მრუშობაში ჩავარდა, ვთქვათ, ადამიანები ვართ, ჩვენ, სუყველა და არავინ არ არის მაგისგან დაზღვეული, თუ ძალიან მტკიცედ არ ვიდგებით და ღმერთს არ შევევდრებით, რომ ცოდვისგან დაგვიფაროს. თუ ჩავარდა ადამიანი მრუშობაში, ან სიძვის ცოდვაში და გამოფხიზლდა და შეინანა და მთელი გულით ღმერთს შენდობა თხოვა, მას ღმერთი რა თქმა უნდა, აპატიებს, თუ კი იგი მთელი გულით მოითხოვს შენდობას, მაგრამ თუ ადამიანი ამბობს, რომ მრუშობა, სიძვა, როგორც დღეს უწოდებენ ეგრეთ წოდებულ სექსს, რომ ეს არ არის ცოდვა და პირიქით, ეს სატრაბახოა და დაიწყებენ ტრაბახს რომ აი, „მე ესეთი მდიდარი სექსი მქონდა, მე ეს მდიდარი სექსი მაქვს და მე ეს მდიდარი სექსი მექნება", მაშინ ორმაგი და სამმაგი სიმძიმე აქვს ამ ცოდვას.

ერთი ის რომ შენ ამ ცოდვას ჩადიხარ, მეორე ის რომ შენ ამ ცოდვას იწონებ და სხვებსაც ასე ვთქვათ პროპაგანდას უწევ და მესამე ის, ყველაზე მძიმე, რომ შენ უკვე მოძღვრების წინააღმდეგ ცოდავ, ქრისტეს მოძღვრების წინააღმდეგ. უფალი ამბობს, ცა და ქვეყანა გადაივლის და ჩემი სიტყვები არ გადაივლიანო. აი, ეს ყველაზე მძიმეა, როცა შენ ქრისტეს მოძღვრების წინააღმდეგ ცოდავ. იქ წერია, არ იმრუშო (ათ მცნებაში) და შენ ამბობ რომმე იაეთი მდიდარი სექსი მქონდა, ისეთი მდიდარი სექსი მაქვს და ისეთი მდიდარი სექსი მექნება". ამას იწონებ შენთვის და ამას უწონებ სხვასაც და გინდა რომ ეს შენი ასე ვთქვათ გარყვნილება და უზნეობა მთელ ქვეყანას მაგალითად დაუსახო.

 

აი, ამას უკვე ჰქვია სჯულის წინააღმდეგ წასვლა და ეს არის უკვე გმობა სულისა წმიდისა, რომელიც არც აქ ეპატიება ადამიანს და არც იქ ეპატიება. ამას უდიდესი სინანული ჭირდება. თუ ადამიანი ამ შეგნებაში დარჩება და სინანული არ ექნება, მას არაფერი არ უშველის. ის დაიტანჯება არა მხოლოდ მემრუშეებთან ერთად, არამედ მწვალებლებთან, ერეტიკოსებთან ერთად, რომელთა სასჯელი ბევრად უფრო მძიმეა იმ ქვეყანას, ვიდრე ნებისმიერი ხორციელი ცოდვის სასჯელი. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ".



 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner