logo_geo
eng_logo
ყირგიზეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა
- +

26 ოქტომბერი. 2016. 16:53



ყირგიზეთის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის ადმინისტრაციის განცხადებით, ყირგიზეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ სოორონბაი ჯეენბეკოვის ხელმძღვანელობით, სრული შემადგენლობით გადადგა.



ორი დღის წინათ, ატამბაევის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ დატოვა მმართველი კოალიცია, რაც მისი დაშლის წინაპირობა გახდა.


სოციალ-დემოკრატიული პარტიის გადაწყვეტილების მიზეზად იქცა კოალიციის უარი, მიეღო მისი წევრი ოთხი პარტიის მხარდაჭერილი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტისთვის უფლებამოსილების გაფართოებას. პროექტს მკაცრად აკრიტიკებდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთა მტკიცებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანია, კიდევ უფრო განამტკიცოს პრეზიდენტ ატამბაევის ძალაუფლება. ყირგიზეთის მოქმედი კონსტიტუცია მიღებულ იქნა 2010 წლის ივნისში, როცა მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად ჩამოაგდეს მაშინდელი პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner