ყვარლის რაიონის სოფელ გრემში, „ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. მხილების მუზეუმი გაიხსნა. ე.წ. მხილების მუზეუმი კულტურის სახლის შენობაში გაიხსნა, რომელიც ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილის თქმით, მას წინა ხელისუფლებამ 700 0000 ლარად ზეწოლის შედეგად აყიდვინა.
ე.წ.მხილების მუზეუმში იმ ფაქტების ამსახველი ფოტომასალა გამოფინეს, რომელიც ორგანიზატორთა თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს არის ჩადენილი მაღალჩინოსნების მიერ, აქვე გამოფენილია „ნაციონალური მოძრაობის" წევრების ფოტოებიც.
„ეს დანგრეული შენობა, რომელიც შანტაჟითა და მუქარით მაყიდვინეს, არის „ნაციონალური მოძრაობის" სახე. ეს მუზეუმი კი სწორედ იმიტომ გავაკეთეთ, რომ კახეთმა „ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნების მეორე ტურში უარი უთხრას", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" ვალერი შოშიაშვილმა.