ლექტორი ზაზა სიამაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ეხმიანება ჟურნალისტ მატვეი განაპოლსკის ვიდეომიმართვას, სადაც განაპოლსკი საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღებაში. როგორც სიამაშვილი აღნიშნავს, მატვეი განაპოლსკის მჭიდრო კავშირი აქვს ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან.
„მატვეი განაპოლსკის თავხედობა პირველი შემთხვევა ნამდვილად არაა, რადგანაც სააკაშვილის ნავში მჯდომს ჩვენი ერისთვის არაერთხელ უსვრია ტალახი, რაც ჩვენი სიბრიყვის ბრალია. განაპოლსკის, საშობაოდ გასუქებულ ღორს რომ მიუგავს სახე, თავმოყვარეობაზე რომ არაფერი ვთქვა, ეროვნება და წარმომავლობა არ გააჩნია. ეს უსქესო ადამიანი სააკაშვილის პაიკია: რაც მიშიკო რუსულად გამოსვლას ერიდება, მის აზრებს განაპოლსკი ახმოვანებს. თუ დროს თვალს მივადევნებთ, მისი და სააკაშვილის გამოსვლა ქრონომეტრაჟშიც ზუსტად ჯდება. მაგრამ ახლა სხვა მაინტერესებს - რა უფლება აქვს ვიღაც გადამთიელ ჟურნალისტს, ჩემი ქვეყნის წარმომადგენელთა საქმიანობაში ცხვირი ჩაყოს? რა მისი საქმეა, საქართველო ვის დაუჭერს მხარს?" - განაცხადა სიამაშვილმა.