logo_geo
eng_logo
27 ოქტომბერს გალერეა „გია“ გაიხსნება
- +

26 ოქტომბერი. 2016. 18:17



27 ოქტომბერს, 19:00 საათზე,  გალერეა „გია" გაიხსნება. გამოფენაზე გია ჯაფარაძისა და ჟანრი ლოლაშვილის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.



გია ჯაფარიძე დამსახურებული მოქანდაკე და მხატვარია. მისი ნამუშევრები გამოირჩევა განსაკუთრებული სტილითა და დახვეწილობით.  მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „გოგონა ყვავილით", რომელიც ბარათაშვილის ხიდს ამშვენებს.



გია ჯაფარიძე თბილისისა და მცხეთის საპატიო მოქალაქეა, ორგზის ღირსების ორდენოსანი და მრავალი სხვა ჯილდოს მფლობელი. მისი ნამუშევრები ისეთი ცნობილი ადამიანების კოლექციებში ინახება, როგორებიც არიან იოანე პავლე II, ხუან კარლოს I, ჯიმი კარტერი და სხვა.


მისამართი: თაქთაქიშვილის (ყოფილი რიგის) 12/12ა



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner