logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: 27 ოქტომბერს თბილისში აფხაზური ენის დღე აღინიშნება
- +

26 ოქტომბერი. 2016. 18:37



ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 27 ოქტომბერს თბილისში აფხაზური ენის დღე აღინიშნება და ტელეჟურნალისტებს მოუწოდებს, მივიდნენ და გააშუქონ.


 

თქვენ თუ არ მოხვალთ, აფხაზები ვერ გაიგებენ, რომ 27-ში თბილისშიც აღინიშნება აფხაზური ენის დღე; თქვენ არ მოხვალთ და არ გააშუქებთ აფხაზური ენის აღნიშვნას თბილისში, აფხაზებს არ ეცოდინებათ, რომ ქართველებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით მათი გულებისაკენ და ამას გამოვხატავთ შემდეგი ღონისძიებით:

27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღეს, მოეწყობა ქართულ-აფხაზურად გამოცემული წიგნისმერაბ კოსტავა" წარდგინება. წიგნის ავტორი გახლავართ მე, ნინო მიქიაშვილი; ტექსტი აფხაზურადქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტში" ითარგმნა; წიგნი ბიოგრაფიული ჟანრისაა და მასში წარმოდგენილია მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები და ფოტომასალა; წიგნის გადათარგმნაზე და გამოცემაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა იზრუნა, თავის უწყებასთან ერთად.

წიგნის წარდგინება სწორედ აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზში გაიმართება 27 ოქტომბერს, 18 საათზე (მისამართი - თბილისი, დიმიტრი უზნაძის (ყოფილი კამოს) N68).

წიგნის წარდგინების პარალელურად მოეწყობა აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.

ძვირფასო ტელეჟურნალისტებო, ყველანაირად შევეცადე, თქვენი გულის სიმები შემერხია, იმ მიზნით, რომ ჩვენი ძალისხმევის შესახებ იქ, აფხაზეთში, ჩვენმა თანამემამულეებმა გაიგონ.

თუ დამატებითი ინფორმაცია დაგაინტერესებთ, შემეხმიანეთ ჩემს მობილურ ტელეფონზე, ან მომწერეთ პირად ფოსტაში", - წერს მიქიაშვილი „facebook"-გვერდზე.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner