logo_geo
eng_logo
ოსმა ძალოვანებმა სოფელ კირბალის მკვიდრი ილია თაყაძე გაათავისუფლეს
- +

26 ოქტომბერი. 2016. 20:39



ოსმა ძალოვანებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი ილია თაყაძე გაათავისუფლეს. ის ქართველ სამართალდამცავებს სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.


რუსმა სამხედროებმა თაყაძე 23 ოქტომბერს დააკავეს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. მან ცხინვალის იზოლატორი ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვა.


 ამაჟამად, გათავისუფლებული ილია თაყაძე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner