logo_geo
eng_logo
sputnik.az - არაკეთილსინდისიერ თარგმანთან დაკავშირებული ინციდენტი ამოწურულია
- +

26 ოქტომბერი. 2016. 21:13



აღნიშნული საკითხი თავად თარხან-მოურავთან დავაზუსტეთ და ახალი მასალა მოვამზადეთ. ამგვარად, ვიმედოვნებთ, რომ სტატიის არაკეთილსინდისიერ თარგმანთან დაკავშირებული ინციდენტი ამოწურულია",- განუცხადა 2030.news-ს გამოცემა sputnik.az -ის რედაქტორმა ელენა სტაროსტინამ.


შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან მოურავმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ზედმეტმა სირბილემ შესაძლოა ქვეყნის დაშლა გამოიწვიოს და ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანს შეუძლია, მარნეულის რეგიონზე გამოთქვას პრეტენზია.


აღნიშნულთან დაკავშირებით აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს გამოცემა „ტრენდი" დაუკავშირდა. საელჩომ გამოცემას განუცხადა, რომ „ჩვენმა ხალხებმა დაამტკიცეს ერთმანეთისადმი მეგობრული ურთიერთობა, რელიგიური და ეთნიკური ტოლერანტობა, დაამყარეს მულტიკულტურალიზმის პრინციპებზე აგებული ღრმა კავშირები. ამიტომ, მსგავსი სახის განცხადებები, რომელსაც საზოგადოებაში მხარდაჭერა არა აქვს, სხვა არაფერია, თუ არა პოპულიზმი".


თავად თარხან-მოურავი უარყოფს აზერბაიჯანის საწინააღდეგო განცხადების გაკეთებას.


როგორც მოგვიანებით გაირკვა, მსგავსი განცხადება eurasianet.org -თან ერთ-ერთმა მოქალაქემ გააკეთა, რაც შეცდომით დავით თარხან-მოურავის განცხადებად ჩათვალეს.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner