logo_geo
eng_logo
კოკა კაციტაძე: უახლოეს მომავალში რეზონანსული საქმეების გახსნას ველოდებით
- +

26 ოქტომბერი. 2016. 22:44


 

ბეჟან ბეჟუაშვილის მიმართ არსებობდა არა სამართლებრივი საფუძველი, არამედ სხვა დაინტერესება - განაცხადა პროკურორმა, კოკა კაციტაძემ გადაცემა 2030-ში.


კერძოდ - იმ პერიოდში საქართველოს პროკურატურას დაკავებული ჰყავდა კომპანია „21-საუკუნის" მშენებლები, რომლებსაც მათ მიერ აშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ბინების დათმობას სთხოვდნენ. ბეჟან ბეჟუაშვილი ამ ხალხის ახლობელი და მათთან დაკავშირებული პირი გახლდათ და მისი დაკავება ზეწოლის განხორციელების ერთ-ერთი ფორმა იყო. იმჟამინდელი პროკურატურა ყველა საშუალებას მიმართავდა, რომ მათგან საცხოვრებელი ბინები მიეღოთ. დღეს დადასტურდა, რომ ბეჟუაშვილი აბსოლუტურად უდანაშაულოა", - განაცხადა კაციტაძემ.


 მისი თქმით, ამ საქმის გამოძიება კვლავ გრძელდება, რის შედეგადაც კონკრეტული თანამდებობის პირები იმხილებიან.


მათ შორის, ერთ საჯარო მოხელეს უკვე დისკრეცია გაუფორმდა იქიდან გამომდინარე, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. ამ საჯარო მოხელის სახელი და გვარი საზოგადოებისთვის ჩვენს მიერ საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გახდება ცნობილი", - განაცხადა პროკურორმა.


როგორც მან აღნიშნა,  მოქალაქეები, რომლებიც დღეს სამართლის აღდგენას ითხოვენ, პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი იყვნენ.


ეს დაინტერესება სხვადასხვაგვარი იყო. მათ შორის - მატერიალური. ამ ადამიანებს უძრავ-მოძრავ ქონებას ართმევდნენ და სჯიდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდათ. ეს ადამიანები ახალი დეპარტამენტისგან საქმეების ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ. გამოძიება 400-მდე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. თუმცა, ეს 400 მოქალაქეს არ უკავშირდება. ზოგ საქმეში მრავალი ეპიზოდია. ამ საქმეებს სამომავლო პერსპექტივა ნამდვილად აქვს  და მოქალაქეებს ვპირდებით, რომ ისინი სამართალს აუცილებლად მიაღწევენ. გამოძიებას ვაგრძელებთ და უახლოეს მომავალში მათ შორის, რეზონანსული საქმეების გახსნას ველოდებით", - განაცხადა კაციტაძემ.


მისი თქმით, პროკურატურის ახალ დეპარტამენტს სამი ძირითადი მიმართულება აქვს და შედეგები სამივე მიმართულებით არსებობს.


ჩვენ სამი ძირითადი მიმართულება გვაქვს. პირველი, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტების გამოძიებაა. უკვე 44 ასეთი დანაშაულებრივი ეპიზოდი გვაქვს გახსნილი, სადაც 32 საჯარო მოხელეა მხილებული და 79 დაზარალებულ მოქალაქეს 18 მილიონამდე ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება უკვე დავუბრუნეთ. მეორე მიმართულება წამების საქმეების გამოძიებაა. ამ კუთხითაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. მესამე მიმართულება განაჩენების გადასინჯვაა და კონკრეტული შედეგები ამ მხრივაც გვაქვს", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner