logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: მე ამ წერილის ავტორების არ მჯერა...
- +

27 ოქტომბერი. 2016. 00:07



„ამ წერილის ხელმომწერთა უმეტესობა „ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება. ბევრი მათგანი დემოკრატს თამაშობს, ზოგიერთი - ლიბერალს, ზოგი კი, უბრალოდ, ფეხის ხმას არის აყოლილი",- ამ სიტყვებით აფასებს ექსპერტი მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, სამოქალაქო საზოგადოების მიმართვას, რომ „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ უნდა მოიპოვოს და ამომრჩეველს მოუწოდებენ, ხმა ოპოზიციას მისცენ.


არეშიძის განცხადებით, წერილში ერთი არგუმენტიც არ არის, რომელიც  რიგით მოქალაქეს დაარწმუნებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნისთვის კატასტროფაა.


„იმ წერილში ერთი არგუმენტიც არ არის, რომელიც მე, ერთ რიგით მოქალაქეს, დამარწმუნებდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნისთვის კატასტროფაა. გარდა ამისა, ამ ხალხის საპროტესტო გამოსვლა არ მახსოვს მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" ფლობდა საკონსტიტუციო უმრავლესობას, თანაც - ორჯერ... ამიტომ მე ამ წერილის ავტორების არ მჯერა, თუმცა რამდენიმე ხელმომწერი საკუთარ საქმეში წარმატებული და პატივსაცემი ადამიანია",- განაცხადა არეშიძემ. 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner