logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სულის და გულის შემძვრელი ისტორიაა...
- +

27 ოქტომბერი. 2016. 00:23


 

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ლოტბარის, კომპოზიტორისა და დირიჟორის ზვიად ბერიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„სულის და გულისშემძვრელი ისტორიაა. სამწუხაროა, რომ  ისედაც გადაშენების პირას მყოფ ქვეყანას ასეთი ახალგაზრდები ტოვებენ.

 

ნათელში იყოს ზვიადის სული.

 

25 ოქტომბერს ახალგაზრდა ლოტბარი, კომპოზიტორი და დირიჟორი ზვიად ბერიაშვილი გარდაიცვალა. 37 წლის მუსიკოსი ანსამბლ "ქალდეას" დამაარსებელი და ხელმძღვანელი, ასევე, ანსამბლ "იმერის" წევრი და ახმეტელის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო.

 

ზვიად ბერიაშვილს ოთხი თვის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. კეთილი ადამიანების ფინანსური დახმარებით, მუსიკოსი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ გაემგზავრა, თუმცა რამდენიმეთვიანმა მკურნალობამ, სამწუხაროდ, შედეგი არ გამოიღო", - წერს მჟავანაძე სოციალურ ქსელში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner