logo_geo
eng_logo
„ნაპრეზიდენტალს ნელ-ნელა გაანადგურებენ“ - პოროშენკოს დავალება
- +

27 ოქტომბერი. 2016. 01:11



ნაპრეზიდენტალს ნელ-ნელა პოლიტიკურად გაანადგურებენ და შემდეგ ციხეში გაუშვებენ", - ამის შესახებ გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა.


კერძოდ, როგორც პოლკოვნიკმა ბეჭდურ გამოცემას განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის კორუფციული საქმიანობის შესახებ მამხილებელი დოკუმენტები უკრაინულმა მხარემ  ამერიკელებს გადაუგზავნა. წითელაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქმის გამოძიება უშუალოდ პეტრო პოროშენკოს დავალებაა.


ეჭვი მეპარება, რომ ახლა სააკაშვილი მშვიდად იყოს. უკვე ყველა ღიად საუბრობს, რომ ოდესის პორტში არნახულ უკანონობას აქვს ადგილი - მილიარდებია გაფლანგული. როგორც ჩემმა უკრაინელმა მეგობრებმა მაცნობეს, სააკაშვილის მამხილებელი დოკუმენტები მის ამერიკელ პატრონებსაც გადაუგზავნეს. ახლა მისი მოშორება ყველაზე მეტად პოროშენკოს უნდა", - განაცხადა წითელაშვილმა.


პოლკოვნიკის განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ სააკაშვილის სახელი პოროშენკოსთან არის პირდაპირ კავშირში, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიერ ჩადენილ უკანონობებზე სწორედ უკრაინის პრეზიდენტს სთხოვენ პასუხს.


ოდესის ოლქის გუბერნატორის უსაქციელობამ პოროშენკოს სერიოზულად შეულახა იმიჯი. მის წინააღმდეგ, ის გმირი ქალი რომ ჰყავთ, ნადეჟდა სავჩენკო, ისიც ალაპარაკდა. ამ გმირმა თქვა, სააკაშვილს და პოროშენკოს შორის კორუფციული გარიგებები იკვეთებაო. ამაზე ოდესის გუბერნატორი გამოვარდა და შეეცადა, სავჩენკო შეურაცხადად წარმოეჩინა, მაგრად აღარ გაუვიდა ოინი", - აღნიშნა წითელაშვილმა.

 

პოლკოვნიკი დარწმუნებულია, რომ  ძალიან მალე უკრაინის პროკურატურა სააკაშვილის  დაპატიმრებას მოითხოვს, ხოლო ამერიკელი ლობისტები მას აღარ დაიფარავენ. 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner