logo_geo
eng_logo
პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ვალებს ეტაპობრივად გაისტუმრებს
- +

27 ოქტომბერი. 2016. 01:33



„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.  მსოფლიო ბანი არც პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს.


არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან და არც საქართველოდან. ყველაფერი იქნება კარგად. ყველაფერს გავაგრძელებთ. ახლა რეორგანიზაცია უნდა გავაკეთოთ პარტიაში. გვექნება პრესკონფერენცია და ჩვენს სიტყვას ვიტყვით არჩევნებთან და მეორე ტურთან დაკავშირებით", - განაცხადა ბურჭულაძემ „იბერიას" ეთერში.


რაც შეეხება ფინანსურ დავალიანებას, „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი აცხადებს, რომ თანამშრომლების მიმართ არსებულ დავალიანებებს პარტია ეტაპობრივად გაისტუმრებს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner