„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე ქვეყნის დატოვებას არ აპირებს. მსოფლიო ბანი არც პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს.
„არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან და არც საქართველოდან. ყველაფერი იქნება კარგად. ყველაფერს გავაგრძელებთ. ახლა რეორგანიზაცია უნდა გავაკეთოთ პარტიაში. გვექნება პრესკონფერენცია და ჩვენს სიტყვას ვიტყვით არჩევნებთან და მეორე ტურთან დაკავშირებით", - განაცხადა ბურჭულაძემ „იბერიას" ეთერში.
რაც შეეხება ფინანსურ დავალიანებას, „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი აცხადებს, რომ თანამშრომლების მიმართ არსებულ დავალიანებებს პარტია ეტაპობრივად გაისტუმრებს.