logo_geo
eng_logo
რუხში, 220 ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა 2017 წლიდან ამოქმედდება
- +

27 ოქტომბერი. 2016. 01:36



რუხის საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 220 ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა 2017 წლიდან უნდა ამოქმედდეს. მიმდინარე სამუშაოები კი ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა დაათვალიერა.


ამ დროისათვის უკვე დასრულებულია ყველა ბლოკის მშენებლობა და მოწყობილია ვეტმფრენის დასაშვები მოედნის საფარიც. ამასთან კლინიკის ტერიტორიაზე სტუდენტებისთვის მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა. რეზიდენტების და ასევე კლინიკაში ჩამოყვანილი სამკურნალო პაციენტების ოჯახის წევრებისათვის 92 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი იფუნქციონირებს. მიმდინარე მშენებლობაზე 154 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივი მაცხოვრებელია. კლინიკის ამოქმედების შემდეგ კი რუხის და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს, სამედიცინო დახმარების მისაღებად ზუგდიდში ჩასვლა აღარ მოუხდებათ. გარდა ამისა საავადმყოფო აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებსაც მოემსახურება. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 41 მილიონ 264 000 ლარი გამოიყო.


„ძალიან დიდი სამუშაოებია შესრულებული და 4-5 თვეში ეს იქნება ზღაპარი ადგილი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შენაძენი იქნება არამარტო სამეგრელოსთვის, არამედ ნებისმიერი ჩვენგანისთვის. დარწმუნებული ვარ აქ ჩვენი აფხაზებიც იმკურნალებენ აქ. პარალელურად დაწყებულია გარე ტერიტორიის მოწყობა და ყველაფერი დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან მაღალ დონეზე", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner