logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ქუთაისს პარლამენტის ძვირადღირებულმა პროექტმა არანაირი სიკეთე არ მოუტანა
- +

27 ოქტომბერი. 2016. 02:54



ექსპერტი მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც არეშიძემ განაცხადა, პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში უნდა გადმოვიდეს და ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებაა გასატარებელი დეპუტატობის ასაკთან დაკავშირებით.


„მეც მიმაჩნია, რომ პარლამენტი საბოლოოდ თბილისში უნდა დაფუძნდეს. ქუთაისში მისი გადატანის გადაწყვეტილებას იმთავითვე ვაპროტესტებდი. ეს არის უაღრესად ძვირადღირებული პროექტი, რამაც არანაირი სიკეთე ქუთაისს არ მოუტანა. სხვა საქმეა იმ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელიც იგეგმება ქუთაისში და რაც რეგიონული საგანმანათლებლო ცენტრი უნდა გახდეს.

 

რაც შეეხება მეორე სავარაუდო ცვლილებას, რაზეც ლაპარაკობენ - რომ პრეზიდენტი არა საყოველთაო არჩევნებით, არამედ პარლამენტიდან უნდა აირჩეს, ჩემი აზრით, ეს საკამათო საკითხია და ამაზე დაფიქრება ღირს.

 

მაგალითად, ჩემთვის მისაღები იქნება, თუ კონსტიტუციაში შევა ცვლილება და პარლამენტის წევრობისთვის დაწესებული ასაკობრივი ცენზი გაიზრდება. არ მიმაჩნია, რომ 21 წლის ახალგაზრდა უნდა იყოს პარლამენტის წევრი. დეპუტატობა მარტო ცოდნასა და ინტელექტს არ გულისხმობს, ის გულისხმობს გამოცდილებასაც. მოკლედ, ჩემი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი უნდა შემუშავდეს და ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს როგორც სახელისუფლებო შტოებმა, ასევე საზოგადოებამ და სრულიად უმნიშვნელოა, ამგვარ ჯგუფს პრეზიდენტი შექმნის თუ პარლამენტი. მთავარია, საქმე გაკეთდეს",- განაცხადა არეშიძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner