logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ამომრჩეველთან დაშორიშორებას არ ვაპირებ!
- +

27 ოქტომბერი. 2016. 03:20



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა კობალაძე აცხადებს, რომ ის გამარჯვების შემთხვევაში „ამომრჩეველთან დაშორიშორებას არ აპირებს", როგორც ამას პარლამენტში მოხვედრილი ბევრი მაჟორიტარი აკეთებს.


„ამომრჩეველთან დაშორიშორებას არ ვაპირებ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა მათ წინაშე. ჩვენ გვქონდა სისტემატური შეხვედრები ამომრჩეველთან. რამდენიმე ათას მოსახლეს შევხვდით და მათთან კონტაქტი მუდმივად მაქვს. ასე იქნება მომავალშიც", - განაცხადა კობალაძემ.



მისი თქმით, გლდანის ოლქი სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, საკმაოდ პრობლემური რაიონია, რასაც დიდი ყურადღება სჭირდება.


„ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ ბევრი რამეა გასაკეთებელი. ამ რაიონში რთული სოციალური ფონია, ბევრია ასევე შემოერთებული რაიონები და უბნები, სადაც პირველადი კომუნიკაციებიც კი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ყოველივე ეს მძიმედ დაგვაწვა, მაგრამ არის პროგრამა და მიდგომა და ეს ყოველივე მოგვარდება", - განაცხადა კობალაძემ „კავკასიის" ეთერში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner