logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა
- +

27 ოქტომბერი. 2016. 10:45



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მთავრობის დღევანდელი სხდომა მილოცვით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა.



დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე - აფხაზური ენის დღე. აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე არის სახელმწიფო ენა. მინდა, მივულოცო ეს დღე არა მხოლოდ აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, არამედ მთელ საქართველოს. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ მოვიშუშებთ იარებს და ყველანი ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner