logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: 6 წევრი სახელმწიფო მზადაა, შავი ზღვის რეგიონში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები გაგზავნოს
- +

27 ოქტომბერი. 2016. 11:02



NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ მზად არიან, NATO-ს სამხედრო ყოფნის გასაძლიერებლად, შავი ზღვის რეგიონში საკუთარი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები გაგზავნონ.



დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ პროგრესზე NATO- ყოფნის გაძლიერებაში შავი ზღვის რეგიონში. მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, შეიტანოს წვლილი ჩვენს სამხედრო ყოფნაში შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. ესენი არიან: კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ. სხვა წევრი სახელმწიფოები ასევე განიხილავენ, რა გზით შეუძლიათ კონტრიბუცია", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.



მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა იმსჯელეს სამხედრო აქტივობაზე NATO-ს საზღვრებთან, მათ შორის რუსეთის მასშტაბურ სამხედრო სწავლება „კავკაზ 2016"-ზე.



უნდა აღინიშნოს, რომ სწავლების ფარგლებში სამხედრო აქტივობა ხორციელდებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.



შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ NATO- საზღვრების სიახლოვეს განხორციელებული სამხედრო აქტივობის, მათ შორის სწავლებაკავკაზ 2016"-ის და რუსეთის მიერ კალინინგრადის ოლქშიისკანდერის" სარაკეტო კომპლექსების განლაგების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის საქციელით. მაგრამ დიალოგი მით უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როცა დაძაბულობა იზრდება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner