logo_geo
eng_logo
27-31 ოქტომბერს თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე ჩატარდება
- +

27 ოქტომბერი. 2016. 11:19



27-31 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ასევე, ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის (YTA UNION)  - საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით, თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე ჩატარდება.



თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე,  პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.




ბიენალეს მიზანია ახალგაზრდა სცენოგრაფებისა და და ხელოვანების პროფესიული განვითარება და შემოქმედებითი იდეების გაზიარება, ასევე ინტერკულტურული დიალოგისთვის პირობების შექმნა. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი.



ბიენალეს მიზანს ასევე წარმოადგენს თანამედროვე ქართული სცენოგრაფიის განვითარება და საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია.



პროექტი მოიცავს მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენას და მის  განხილვას, "მრგვალ მაგიდებს" თანამედროვე ხელოვნების საკითხებზე და სცენოგრაფიის სპეციფიკურ პრობლემებზე; ასევე, შემოქმედებით შეხვედრებს, ლექცია-პრეზენტაციებსა და დისკუსიებს.



ბიენალეს მნიშვნელოვანი ნაწილია Masters' Lab მუდმივმოქმედი საგანმანათლებლო პროგრამა (ლაბორატორია ოსტატებთან), რომლის ფარგლებშიც გამოჩენილ ხელოვანთა და მეცნიერთა ლექცია-პრეზენტაციები და მასტერკლასები ჩატარდება.



ბიენალეს საექსპოზიციო ნაწილი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსში, საგამოფენო დარბაზში გაიმართება.



მისამართი: საქართველო, თბილისი, გუდიაშვილის ქ.  7; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, III კორპუსი.



Masters' Lab ( ლაბორატორია ოსტატებთან)


რობერტ სტურუა -  რეჟისორი, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (საქართველო, თბილისი)

ლიუბოვ  ოვესი -  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, რუსეთის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტისა და რუსეთის სცენიური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის რუსული თეატრის კათედრების პროფესორი  ( რუსეთი, სანქტ-პეტერბურგი).

 ელენა სტეპანოვა -  დამდგმელი მხატვარი,  „ოქროს ნიღბის" ორგზის ლაურეატი, მოსკოვის პრემიის ლაურეატი (რუსეთი, მოსკოვი)



კურატორები:


 ნინო გუნია-კუზნეცოვა

აღმასრულებელი დირექტორი

ვალ. გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი- საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრი                

 ელ-ფოსტა: ninogunia@yahoo.com, მობ.: + 995 5 99 72 88 12

ვებ-გვერდი www.ytaunion.com


ინნა მირზოიანი

სცენოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,

 რუსეთის  ფედერაციის თეატრალური კავშირი,

აღმასრულებელი მდივანი

 რუსეთის OISTAT ცენტრი.

 ელ-ფოსტა: imirz@mail.ru, მობ.: +7 916 222 58 19

ვებ-გვერდი  http://stdrf.ru


ბიენალეს პარტნიორები


შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრი,

საქართველოს შოთა რუსთაველის  თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი,

საქართველოს თეატრალური საზოგადოება

რუსეთის  ფედერაციის თეატრალური კავშირი,

რუსეთის OISTAT  ცენტრი


ბიენალეს მხარდამჭერები


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი

თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი თბილისში



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner